გაქურდულია 5 ავტომობილი

2026-02-16 11:42:55

შსს-მ ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული ნ.ა.დააკავეს. 
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე 5 ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ქურდობისას მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.