2026-02-13 14:02:07
ხანძარს პენსიონერი მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მოხდა.
ხანძარი კორპუსის მე-8 სართულზე, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ხანძრის დროს მამაკაცმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და დაკვამლით გაიგუდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, პირველადი დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპჟები.
ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 188-ე მუხლით არის დაწყებული.