mobineX - მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული კომპანია

2026-02-06 17:45:41

mobineX - მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული კომპანია

მოგზაურობისას ინტერნეტი უბრალოდ კომფორტი აღარ არის, ხშირად აუცილებლობაა. რუკას ამოწმებ, ტაქსის იძახებ, ბანკის აპლიკაციას იყენებ, ოჯახს წერ… ამ დროს დაუშვებელია, ვერ რთავდე შეძენილ ინტერნეტს ან იმის აღმოჩენა, რომ არასწორი პაკეტი აგირჩევია. 

mobineX ამ პრობლემებს მომხმარებლის მხრიდან უყურებს: მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სწრაფი და ხარისხიანი როუმინგ ინტერნეტი ხელმისაწვდომ ფასად, არჩევანი მაქსიმალურად გამარტივებული, და დახმარება – 24/7, მათ შორის ქართულად. სწორედ ამიტომ, mobineX ბევრისთვის იქცა არა უბრალოდ სამოგზაურო ინტერნეტად, არამედ პარტნიორად, რომელიც გზაში კომფორტს გიქმნის.

24/7 მხარდაჭერა 

მოგზაურობისას ყველაზე დიდ სტრესს ხშირად არა გზა, არამედ კავშირის გაწყვეტა იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა დროის სარტყელში ხარ. mobineX-ის გუნდი 24/7 რეჟიმში მუშაობს, რათა დახმარება ყველამ დაუყოვნებლივ მიიღოს, მაშინვე, როცა სჭირდება. თუ ღამით აეროპორტში ჩაფრინდი და ინტერნეტი არ ჩაირთო, დილამდე ლოდინი არ მოგიწევს; წერ ან რეკავ და გუნდი სწრაფად გეხმარება.

რატომ უყვართ აბონენტებს mobineX-ის ინტერნეტი

mobineX-ის აბონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი ინტერნეტ პაკეტები სხვა პროვაიდერებთან შედარებით უფრო ნელა იხარჯება, რის გამოც მოგზაურობისას მათ თითქმის არასდროს უწევთ MB-ების დამატება. კომპანიაც სწორედ მომხმარებლის უკუკავშირს ეყრდნობა: პერიოდულად ატარებენ გამოკითხვებს, სადაც ბევრი აღნიშნავს, რომ მოგზაურობის დროს ამ მახასიათებლის გამო როუმინგ ინტერნეტი ნაკლებ ხარჯიანია.

AI ასისტენტი: როცა არჩევანი დიდია, გადაწყვეტილება კი სწრაფად გჭირდება

ინტერნეტ პაკეტების არჩევისას ყველაზე ხშირი შეკითხვაა: „რამდენი MB მეყოფა მოგზაურობისთვის?“ mobineX-მა ეს პრობლემა პირდაპირ გადაჭრა და შექმნა AI ასისტენტი, რომელიც შენს მოგზაურობაზე მორგებულ პაკეტს შეგირჩევს. იდეა მარტივია: მიუთითებ ქვეყანას ან ქვეყნებს, სადაც მიდიხარ, და რამდენი დღით აპირებ დარჩენას, სისტემა კი ამ მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობს საუკეთესო ღირებულების ვარიანტებს. შეთავაზებები ფასის მიხედვითაა დალაგებული, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ბევრად მარტივდება. დამატებით, ასისტენტი ცალ-ცალკე გირჩევს პაკეტებს ფიზიკური SIM-ისთვისა და eSIM-ისთვის.

mobineX-ის სპეციალური შეთავაზებები

mobineX მომხმარებელზე ზრუნვას მხოლოდ ხარისხიანი ინტერნეტის მიწოდებით არ ასრულებს. დროდადრო კომპანიას აქვს სპეციალური შეთავაზებები და პარტნიორული ბენეფიტები, რომლებიც მოგზაურობას უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის. მაგალითად, შეიძლება იყოს ფასდაკლება კონკრეტულ პაკეტებზე ან სხვა ტიპის ბონუსები.


მთავარი ისაა, რომ ასეთი შეთავაზებები, როგორც წესი, შექმნილია მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებიდან გამომდინარე: მეტ ინტერნეტზე მოთხოვნა, ხარჯის შემცირება, ან პაკეტის უფრო მოქნილად გამოყენება. ამიტომ, თუ mobineX-ს იყენებ, კარგი პრაქტიკაა პერიოდულად გადაამოწმო სიახლეები ან პირადი კაბინეტი/აპლიკაცია, სადაც მსგავს სიახლეებს ყველაზე სწრფად შეხვდები.

მაღალი ხარისხის როუმინგ ინტერნეტი ხელმისაწვდომ ფასად

mobineX სწრაფ და სტაბილურ სამოგზაურო ინტერნეტს ადეკვატურ ფასად გთავაზობს. ლოკალური ოპერატორებისგან განსხვავებით, mobineX გაძლევს პროვაიდერის შეცვლის შესაძლებლობას, რაც სტაბილურობას ამყარებს, ხოლო იქ, სადაც 5G ხელმისაწვდომია, როუმინგ ინტერნეტიც 5G-ზე მუშაობს. პაკეტები ხელმისაწვდომია ქვეყნების, რეგიონების ან საერთაშორისო გამოყენებისთვის (სტანდარტული და ულიმიტოც).

შეჯამება

mobineX მაქსიმალურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათ სთავაზობს: 24/7 ქართულენოვან მხარდაჭერას, AI ასისტენტის დახმარებით, საუკეთესო პაკეტის შერჩევასა და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ, სწრაფ და ხარისხიან როუმინგ ინტერნეტს. თუ მოგზაურობას გეგმავ, აირჩიე შენს მიმართულებაზე მორგებული პაკეტი mobineX-ის საიტზე, დაიხმარე AI ასისტენტი და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაუკავშირდი დახმარების გუნდს.