2026-01-29 11:38:04
ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მიმავალ 40 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.