2026-01-26 17:20:41
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე ზვავის მასა ჩამოვიდა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ზვავის ჩამოწოლის გამო დროებით შეზღუდული იყო ავტომობილთა გადაადგილება თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია",- ნათქვამია განცხადებაში.