2026-01-26 16:40:41
Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის „Picot“ კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ბაზრიდან გამოთხოვას მთელი საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობენ.
"იდენტიფიცირებული პარტიებია:
▪️ Picot 1 400G – 8000003312;
▪️ Picot 1 800G -8000003297;
▪️ Picot 2 800G -8000003280.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იდენტიფიცირებული პარტიები გადაამოწმეს როგორც ქსელურ აფთიაქებში, ასევე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში.
შემოწმებული სარეალიზაციო ობიექტებიდან Picot-ის აღნიშნული პარტიების პროდუქცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სრულად ამოღებულია და ექვემდებარება განადგურებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან თუ უკვე შეძენილი აქვთ.
ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS) - Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების კონკრეტული პარტიები ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.