"ნაპოვნია წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი"

2026-01-26 13:56:55

პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაციისთვის, აღნიშნული მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.

მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.