2026-01-26 00:01:46
ერთმანეთს ტესლა და ოპელი დაეჯახნენ [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისში "ისთ პოინტის" მიმდებარე ტერიტორიაზე "ოპელის" მარკის ავტომობილს, უკნიდან სავარაუდოდ "ტესლას" მარკის ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი, მას პირველადი სამედიციცინო დახმარება ადგილზე გაეწია.