საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

2026-01-21 14:00:12

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ21-კმ49 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- ნათქვამია განცხადებაში.