პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

2026-01-20 11:10:03

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ო.მ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 20 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ"- ე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.