ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგონა ემსხვერპლა

2026-01-17 17:35:45

ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგონა ემსხვერპლა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. 

ნინი მა­მარ­დაშ­ვი­ლი მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ის ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და და­ი­ღუ­პა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული. რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.