2025-12-16 11:11:04
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე გააძევეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან გაძევებულ პირთა ჯამურმა მაჩვენებელმა 1200 პირი შეადგინა.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: რუსეთის, ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ეთიოპიის, იორდანიის და ტაჯიკეთის - ჯამში 43 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით",- ნათქვამია განცხადებაში.