2025-12-05 17:34:28
რუსთავში ხანძარს ადამიანი ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ფიროსმანის ქუჩაზე, მიკროავტობუსების ფარეხის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის დროს, ოთახში იმყოფებოდა 74 წლის მამაკაცი, რომელმაც შენობიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ელექტრო გამათბობელი გახდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.