მიხეილ ყაველაშვილმა 33 მსჯავრდებული შეიწყალა

2025-04-25 11:05:12

მიხეილ ყაველაშვილმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. 

"შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად", - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.