თბილისში, გლდანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.