საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან საზღვარგარეთ 1 686 813 გამყვანი ვიზიტი განხორციელდა.
ამავე ცნობით, ვიზიტების მთავარი მიზანი მეგობრების და ნათესავების მონახულება გახდა.
მეორე ადგილზეა შოპინგი, ხოლო მესამე ადგილი - დასვენებამ, გართობამ და რეკრეაციამ დაიკავა.
უფრო კონკრეტულად, გამყვანი ვიზიტების მიზნების მაჩვენებლები მიმდინარე წლის განმავლობაში ასე გამოიყურება:
მეგობრების, ნათესავების მონახულება - 565,160 ვიზიტი - 33.5%
შოპინგი - 552,126 ვიზიტი - 32.7%
დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 311,717 ვიზიტი - 18.5%
პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობა - 175,454 ვიზიტი - 10.4%
მკურნალობა, გაჯანსაღება - 39,651 ვიზიტი - 2.4%
განათლების მიღება - 21,173 ვიზიტი - 1.3%
სხვა პირადი მიზნები - 19,765 ვიზიტი - 1.2%
რელიგია, მომლოცველობა - 1,767 ვიზიტი - 0.1%