82 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა.
გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს თბილისში, ლეგენდარული ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ოჯახში დაიბადა.
დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
არის რეჟისორი ფილმების: "ალავერდობა", "ფიროსმანი", "სიყვარული ყველას უნდა", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", "მიდიოდა მატარებელი" და სხვ.
იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი.
მან ქართული კინო ეროვნულ მასალაზე შექმნილი პოპულარული ჟანრებითაც გაამდიდრა.
მას ეკუთვნის ვესტერნი „მაცი ხვიტია,” მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია”.