ოჯახი დაკარგულ 24 წლის ბიჭს ეძებს

2026-03-27 16:59:02

დმანისში დაკარგულ ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" 24 წლის თემოს ოჯახის წევრმა განაცხადა, დაკარგული ბოლოს 2 დღის წინ, გამთენიისას, სახლში ნახეს.

თემოს ეცვა ჯარის ფორმა.

ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახის წევრებს
599 91 54 06.