გაერთიანებული ოპოზიციის ოფისები რუსთავში უცნობმა პირებმა გვიან ღამით პულივიზატორებით შეღებეს და წარწერები გაუკეთეს. [ვიდეო/video]
დილით ოფისებში მისულ პარტიის წევრებს სარეკლამო ბანერები წითელი საღებავით გაფორმებული დახვდათ. ბილბორდებზე КГБ აწერია.
პარტიის წევრების თქმით დაზიანებულია ქალაქის მასშტაბით განთავსებული ოთხივე ოფისი, ასევე ქუჩებში გაკრული პოსტერები და სარეკლლამო ბანერები.