2026-11-28 15:12:46
რუსთავში ქვის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად კაცი დაშავდა.
კაცის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
"პაციენტს დამწვრობები აღენიშნება და ძალიან სერიოზულია მისი მდგომარეობა",- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა.