რა უნდა გაითვალისწინოს მეპატრონემ რუსთავში ცხოველთან ერთად ავტობუსით გადაადგილებისას

2026-11-28 13:29:18

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ფანჯრებზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მეპატრონეებისთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესახებ საინფორმაციო განცხადებები განათავსეს.

განცხადებაში საუბარია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის №39 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

დოკუმენტის მიხედვით, შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ვეტერინარული შემოწმება, ვაქცინაცია, უსაფრთხო გადაადგილება და საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება.

განცხადებაში ჩამოთვლილია ის ქმედებებიც, რომლებიც აკრძალულია.

"რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის №39 დადგენილების შესაბამისად, მკაცრდება ვალდებულება უზრუნველყოს შინაური ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობა, უსაფრთხოება, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი წესრიგის მოთხოვნების დაცვა.

მეპატრონე ვალდებულება უზრუნველყოს:

ა) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; (მაკონტროლებელი ორგანო - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი“ (ს/ნ: 416356696), ვეტერინარული დაწესებულებები, ცხოველების თავშესაფარი და ცხოველების სამყოფი);

ბ) ცხოველის გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით;

გ) ვეტერინარული შემოწმება, კომპლექსური ვაქცინაცია, დეველმინტიზაცია და სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, წელიწადში ერთხელ ან ვეტერინარის მიერ განსაზღვრული გრაფიკით, საჭიროების მიხედვით;

დ) ანტირაბიული ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ცხოველის გამრავლების უნარის შეზღუდვა სტერილიზაციით/კასტრაციით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;

ვ) ცხოველის გამრავლების უნარის შეზღუდვა მისთვის სხვა უნებლიე, ვეტერინარული წესებით დასაშვები მეთოდით სამედიცინო ჩვენების საფუძველზე სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში;

ზ) ცხოველის დაყოვნებისათვის განკუთვნილ ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი აკრძალვის შემთხვევაში;

თ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება, დაყოვნებისას, არაუგვიანეს 24 საათისა;

ი) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს დაყოვნებული ინფორმირება ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან ადამიანის დაკბენის, დაკაწვრის, დადორბვლის ფაქტის შესახებ თუ არსებობს ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე ან დაავადებაზე

კ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან ადამიანის დაკბენის, დაკაწვრის, დადორბვლის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება იზოლირებულად, მკაცრი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართზე ან თავშესაფარში;

ლ) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერი დასუფთავება ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში;

მ) ცხოველის ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აკრძალულია!

ა) არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: ყურების კუპირება, კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სამენის დაჭრა და ხმის იოგების გადაჭრა;

ბ) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის ძალლის გამრავლება, ნარევი (მეტის) ცხოველის გამრავლება, იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მუნიციპალიტეტთან ბაზაში, ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან;

გ) ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა სამკურნალო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა და მათ ტერიტორიაში არსებულ ტერიტორიების), ასევე საავადმყოფოში, გარდა პაციენტის და მცირეწლოვანი ძაღლის, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა;

დ) ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალების სალონისა და ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში - ხელში აყვანის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე

ე) ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი;

ვ) ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით;

ზ) ცხოველის მითვისება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც არესებობს ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის შორის თანასაწარმოების შეზღუდვის ობიექტური წინაპირობები; აღნიშნულ შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება და მისი რეგისტრაცია მუნიციპალიტეტთან ერთიან ბაზაში, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობისას - გადაიყვანოს ცხოველი თავშესაფარში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად;

თ) ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა“,- წერია რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ფანჯარაზე გამოკრულ განცხადებაში.