ჯივიპი რუსთავი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

2026-11-05 17:35:55

ჯივიპი რუსთავი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იალღუჯას რეზერვუარის შემასვებელ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, იალღუჯას რეზერვუარის შემავსებელი ქსელის სარეაბილიტაციო პროექტში 600 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და 1.5 კმ-მდე სიგრძის ამორტიზებულ ქსელს აახლებს.

პროექტის ფარგლებში, წყალსადენის განახლებულ ქსელზე 11 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო და 13 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. კომპანიამ სამუშაოები მარტში დაიწყო და პროექტი ამჟამად დასკვნით ეტაპზეა.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს 6 ნოემბერს, ღამის 03:00 საათიდან დაიწყებენ და 8 ლოკაციაზე პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 ნოემბრის ღამის 03:00 საათიდან 7 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავში: 6, 7, 7ა, 8, 14, 15, 20, 21-ე მიკრორაიონებს;  ქუთაისის, ჩერკასკის, აფხაზეთის ტაშკენტის, ლებანიძის, ლომოურის, მელიქიშვილის, ახმეტელის,  ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას,  კლდიაშვილის, ლესელიძის, შიო არაგვისპირელის, ფალიაშვილის, მაჩაბლის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას, ცურტაველის, ყაზბეგის, თბილისის, იალღუჯის, გორის, ნიშნიანიძის, დადიანის, ბესიკის, კიკვიძის, მარჯანიშვილის,  გზირიშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, გურამიშვილისა და შევჩენკოს ქუჩებს ჩიხებით და გასასვლელებით; სპორტის, წერეთლის,  წმ. ნინოს, ოდიშარიას, მშენებელთა,  ნიკოლაძისა და ფიროსმანის ქუჩების ნაწილს; შარტავას გამზირს და მეგობრობის გამზირს გასასვლელით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.  

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით",- ნათქვამია განცხადებაში.