რუსთავში დაბინძურებული ჰაერია

2026-10-29 13:07:42

ჰაერის ხარიხსი პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსთავში დაბინძურებული ჰაერია.

air.gov.ge-ზე ჰაერის დაბინძურების ინდექსი ასე გამოიყურება:

მეგობრობის გამზ. №35ა: PM10 მკგ/მ3- 53.02, PM2.5 მკგ/მ3 მტვრს მყარი ნაწილაკები- 23.39

ბათუმის ქ., №19 ჰაერის პორტალი გამორთულია გაურკვეველი მიზეზის გამო.

შეგახსენებთ, რომ ჰაერში PM 10 არ უნდა აჭარბებდეს 40 მკგ/მ³-ს და PM 2.5 მტვრის მყარი ნაწილაკები არ უნდა აჭარბებდეს 15 მკგ/მ³

"28 ოქტომბრიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ ავტომატურ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი განპირობებულია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით აღმოსავლეთ,  სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით",- ნათქვამია air.gov.ge-ზე გავრცელებულ განცხადებაში.