რუსთავში მე-7 დღეა ახალგაზრდა კაცს ეძებენ

2026-10-22 16:57:06

რუსთავში, მდინარე მტკვარში, ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები მე-7 დღეა მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში წითელი ხიდის მიმართულებით მდინარის რამდენიმე კილომეტრიანი მოკვეთი მოწმდება. ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავებიც.

შეგახსენებთ, რომ ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდიდან 38 წლის კაცი 16 ოქტომბერს გადავარდა და მას შემდეგ მისი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.