2026-10-22 16:52:44
სეზონის ცვლილებსთან ერთად რუსთავში რესპირატორული ვირუსით და ზედა სასუნთქი გზის ინფექციებით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარადა.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” რუსთავის N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს რუსუდან ადამიამ განუცხადა, რომ გასულ კვირას, ზედა სასუნთქი გზის ინფექციებით დაავადებული 85 ადამიანი დაფიქსირდა.
რუსუდან ადამიას განმარტებით, დაავადებას არ ახასიათებს მწვავე სიმპტომები და გამომჟღავნდება ტიპიური გაციების ნიშნებით. ვირუსი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფშია გავრცელებული.
“ინფო რუსთავი” დაუკავშირდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელ მერი ლოლაძესაც.
ლოლაძის თქმით, მომართვიანობამ მოიმატა მაგრამ არა საგანგაშოდ. დაავადებას ახასიათებს სიცხე და ცემინება. ვირუსი ყველა ასაკობრივ ჯგუფშია გავრცელებული.
ექიმები დაავადების პრევენციისთვის რეკომენდაციას უწევენ ნიღბის ტარებას, ჰიგიენის მაქსიმალურ დაცვას, ხშირად სამუშაო სივრცისა და საცხოვრებლის განიავებას და სითხეების მიღებას.