2026-10-18 18:38:15
მიმდინარეობს თუ არა ასლანიკაშვილის ქუჩაზე ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მოსახლეობა დაუკავშირდა და სთხოვა გაერკვიათ მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები. მათი თქმით რამდენიმე კვირაა სამუშაოები შეჩერებულია და ადგილზე კომპანიის თანამშრომლები არ შეუნიშნავთ.
სააგენტომ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს კითხვით მიმართა - არის თუ არა შეჩერებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
"აღნიშნულ პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თუმცა აქტიურად ვართ ჩართულები რადგან მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია როგორც მშენებელ კომპანიასთან ასევე სამინისტროსთან. აღნიშნული პროექტი არის დიზაინბილდინგის მეთოდით რაც გულისხმობს პროექტირებას და მშენებლობას ერთდროულად. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ამ ეტაპზე მიმდინარეობს დასკვნების მომზადება შენიბის მდგრადობასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში განახლდება სამუშაოები", - განაცხადა ზურაბ ტაბაღუამ.
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მგფ 100-მდე კორპუსს რეაბილიტაციას ჩაუტარებს: ბათუმის, გიორგი ნიკოლაძის, სუმგაითელი მეტალურგების, ქაშაკაშვილის, სააკაძის, კონსტიტუციის, მშენებელთა, ასლანიკაშვილის, დონეცკელ მეტალურგთა, ჭავჭავაძის, ბარათაშვილის და 9 მაისის.
კორპუსების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 70 000 000 ლარამდე არის გამოყოფილი.