2026-10-15 15:20:32
ჰაერის ხარიხსი პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსთავში დაბინძურებული ჰაერია.
air.gov.ge-ზე ჰაერის დაბინძურების ინდექსი ესე გამოიყურება:
მეგობრობის გამზ. №35ა
PM10 მკგ/მ3- 53.28
PM2.5 მკგ/მ3 მტვრს მყარი ნაწილაკები- 21.87
ბათუმის ქ., №19 ჰაერის პორტალი გამორთულია გაურკვეველი მიზეზის გამო.
შეგახსენებთ, რომ ჰაერში PM 10 არ უნდა აჭარბებდეს 40 მკგ/მ³-ს და PM 2.5 მტვრის მყარი ნაწილაკები არ უნდა აჭარბებდეს 15 მკგ/მ³
"13 ოქტომბრიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ ავტომატურ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი განპირობებულია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით",- ნათქვამია air.gov.ge-ზე გავრცელებულ განცხადებაში.