რუსთავის ავტობანზე ავტომობილი თხრილში ჩავარდა

2026-10-12 18:22:41

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კლინიკიდან უკვე გაწერეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.