რუსთავი-თბილისის ავტობანზე საავტომობილო საცობია

2026-10-09 15:27:49

რუსთავი-თბილისის ავტობანზე საავტომობილო საცობია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მძღოლების ნაწილმა განუცხადა, ფონიჭალის მონაკვეთზე რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.

მიზეზი ფონიჭალის გასასვლელში გაჭედილი ევაკუატორია, რომელსაც ავტომობილები რუსთავიდან თბილისში გადააქვს.