2026-10-04 17:46:41
რუსთავში შინაური ცხოველის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესის დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე 1 500 ლარით დაჯარიმდება.
კანონმდებლობის მიხედვით,2026 წლის 1 ივლისიდან ძაღლებისა და კატების იდენტიფიკაცია მიკროჩიპის საშუალებით და რეგისტრაცია სავალდებულოა.
წესის აღსრულებასა და დარღვევების გამოვლენაზე შესაბამისი მუნიციპალური სამსახური ახორციელებს კონტროლს.
ჩიპზე ასახულია: სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი,გარეგნობის აღწერა, შეფერილობა, მიკროჩიპის ან საყურე (საჭდის) ნიშნის ნომერი, სტერილიზაცია/კასტრაციის ნომერი, ვაქცინნაციის შესახებ ინფორმაცია.
ჩიპზე ასევე იქნება მეპატრონის მაიდეტიფიცირებელი ინფორმაცია განთავსებული, რაც მოიცავს: მეპატრონის ან მიმკედლებლის სახელს და გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს, და საცხოვრებელი მისამართი.