2026-10-04 17:34:38
რუსთავში მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან, გაგარინის, კოსტავას და ბოსტანქალაქის ქუჩაზე ფილმის გადაღებები მესამე ღამეა მიმდინარეობს.
სააგენტოს ინფორმაციით ინდოელი პროდუსერები რუსთავში ფილმს ომის თემატიკაზეა იღებენ და ფილმის სიუჟეტი უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება. გადაღების ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. დღეს ღამის საათებში დაგეგმილია ხმაურიანი სცენების გადაღება.
ფილმის ეპიზოდებში რუსთაველი ახალგაზრდებიც იღებენ მონაწილეობას. გაგარინის ქუჩაზე შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.