რას ითხოვენ პატიმრის ოჯახის წევრები [Video]

2026-10-03 13:54:43

რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, პატიმარი გიორგი დავითაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. [video]

აქციის მონაწილეები პატიმრის ახლობლები და ოჯახის წევრები იყვენ. მათი მთავარი მოთხოვნა ციხის უფროსის, გიორგი პატარაძის გადადგომაა.

აქციის დასაწყისში, მონაწილეებსა და დაწესებულების თანამშრომლებს შორის მცირედი ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რომელიც მალევე განიმუხტა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" პატიმრის მამამ განაცხადა, გიორგი პატარაძე ზეწოლას ახდენს მიმდინარე გამოძიებაზე. 

"ვითხოვ დაუყონებლივ გადაყენებული იქნეს, მოძალადე, მწამებელი შოთა ტრაპაიძე თავისი ჯალათებითურთ ვინც მონაწილეობას ღებულობდა ჩემი შვილის ღირსების შელახვაში და არაადამიანურ მოპყრობაში. გადაყენებული იქნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი პატარაძე, რომელიც შეგნებულად ზეწოლას ახდენს მიმდინარე გამოძიებაზე".- განაცხადა პატიმრის მამამ, ავთანდილ დავითაძემ.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ, რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულებაში, დეესკალაციის ოთახში, სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

პატიმარი ამბობს, რომ 2025 წლის დეკემბერში, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა. მისი მტკიცებით, მომხდარის ნაწილი ვიდეოკამერებზეც არის ასახული.