2026-09-28 23:47:51
შემთხვევა რუსთავის ცენტრალურ პარკში [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, პარკის შესასვლელთან, ტბის პირას 40 წლამდე კაცმა თვითდაზიანება მიიყენა.
ადგილზე მობილიზებული იყო 112-ის ყველა ეკიპაჟი.
პაციენტს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, შემდეგ კი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით პაციენტის გადარჩენა მოხერხდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.