რუსთავში ერთმანეთს ავტობუსი და ავტომობილი შეეჯახა [Photo]

2026-09-24 17:34:58

რუსთავში ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და ავტომობილი შეეჯახა. 

საინფორმაციო სააგენტო, "ინფო რუსთავის" ინფორმაციით შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი, საპირისპიროდ მოძრავ საზოგადოებრივ ავტობუსს შეეჯეხა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 70 წლამდე ქალი, რომელიც სასწარფო სამედიცინო ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

"ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს, რომ ქალს თავის ტვინის შერყევა და მხრის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და აგრძელებს კლინიკაში მკურნალობას.