ავარია რუსთავი-გარდაბნის გზაზე

2026-09-14 00:24:37

ავარია რუსთავი-გარდაბნის გზაზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით,  სოფელ ბოტანიკოსთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ ერთერთი ინერციით განათების ბოძს შეასკდა, ხოლო მეორე ავტომობილი გადატრიალდა.

ავარიის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.