რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

2026-09-13 22:42:33

რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე ცეცხლი ტოიოტას მარკის ავტომობილს გაუჩნდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები და პოლიცია.