რუსთავში აბონენტებს ელ.ენერგიის მიწოდება 5 საათით შეეზღუდება

2026-09-02 18:02:23

რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგიის მიწოდება 5 საათით შეეზღუდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით 3 სექტემბერს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს შარტავას, მე-7 მკ/რ, მე-7ა მკ/რ, შარტავას და ლომოურის კვეთის მ/ტ, კიროვაკანის ქუჩებზე.