2026-08-25 15:31:57
რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგიის მიწოდება 5 საათით შეეზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით 26 აგვისტოს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარის არხის III დას, მშენებელთა ქუჩაზე.
ასევე 26 აგვისტოს 11:00 საათიდან 11:10 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მე-16, მე-5, კულტურისა და დასვენების პარკი, 21-ე მკ/რ-ში.