რამდენი ნომრის ამომცნობი კამერა აქვს შსს-ს რუსთავში განთავსებული

2026-08-22 22:57:08

2019 წლიდან სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავის მასშტაბით 207 ზოგადი ხედვისა და 59 ნომრის ამომცნობი კამერა განათავსა.

ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული.

შსს-ს საიტზე საქართველოს მასშტაბით განთავსებული ვიდეოკამერების ყველაზე ძველი მონაცემები 2019 წლით თარიღდება.

გთავაზობთ რუსთავში სხვადასხვა წლებში განთავსებულ კამერების რაოდენობას.

20219 წელს - 121 ზოგადი ხედვის, 25 ნომრის ამომცნობი

2020 წელს - 2 ზოგადი ხედვის

2021 წელს - 2 ზოგადი ხედვის, 2 ნომრის ამომცნობი

2022 - 9 ზოგადი ხედვის

2024 წელს - 73 ზოგადი ხედვის, 32 ნომრის ამომცნობი.