2026-08-10 19:19:01
რუსთავში მოპარული ავტომობილით ავარია გააკეთეს. [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ახალგაზრდებმა "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილი მოიპარეს და მიმალვის დროს ავარიაში მოყვნენ.
სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩაზე (მერიის შენობის უკან), "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა, რკინის დამცავი ჯებირები გაარღვია და სკვერში შევარდა.
ავტომობილი ხემ გაჩერა, ახალგაზრდებმა სავარაუდოდ მანქანა ვეღარ დაძრეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მიიმალნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.