2026-07-23 20:07:25
რუსთავში 24 ივლისს მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მაქსიმალური ტემპერატურა +32 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო მინიმალური +22 გრადუსი.
"23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო):,- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.