2026-07-17 12:30:41
რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგიის მიწოდება 6 საათით შეეზღუდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით 17 ივლისს 11:50 საათიდან 18:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, სამგორის, გოგოლის, ჭყონდიდელის დასახლებაში და ზედგენიძის ქუჩებზე.