როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ივლისს რუსთავში

2026-07-11 15:37:01

რუსთავში მოსალოდნელია მოღრუბლული და ნალექიანი ამინდი. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მაქსიმალური ტემპერატურა +27, ხოლო მინიმალური +18 დაფიქსირდება. 

 

“11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.  

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”,- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.