სესმა ქვემო ქართლში რძის გადამამუშავებელი ობიექტი დააჯარიმა

2026-07-06 20:14:50

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში, რძის გადამამუშავებელი ობიექტი კრიტიკული შეუსაბამობის გამო დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება124 ობიექტზე ჩატარდა.

ნიმუში აიღეს 89 ობიექტიდან, 13 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 71  და დააჯარიმეს 21.

დაჯარიმებულებიდან ერთი რძის გადამამუშავებელი საწარმოა რომელზეც კრიტიკული შეუსაბამოება დაფიქსირდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.