2026-07-05 17:15:57
რუსთავში, ქიმ-ბოჭკოს ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და ხანძარი ლიკვიდირებულია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სამგორის ქუჩაზე ხანძარი იყო.