2026-06-28 12:47:22
რუსთავის სპორტის სასახლეში საქართველოს საბრძოლო ლიგა გაიმართა.
ლიგაში 12 ბრძოლა ჩატარდა და ბრძოლებიდან 6-ში რუსთაველი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება გაიხსნა მსოფლიო პრიზიორის ამიკო სვიმონიშვილის და აზიმოვის ჩხუბით, სადაც ამიკომ გაიმარჯვა.
გამარჯვების შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში ამიკო სვიმონიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში არავისთან არ წაუგია გარდა ჰასიმოვისა, ამიტომაც მისთვის ეს გამარჯვება, რუსთავში საკუთარ ქალაქში, დიდი ბედნიერებაა.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში ბრძოლა კიდევ 5-მა რუსთაველმა გამართა.
ბექა გურულმა, 93 კგ კატეგორიაში, თურქი მეტოქე ისმაილოვი დაამარცხა.
ბექა გურულმა, 61 კგ წონით კატეგორიაში, აზერბაიჯანელი მეტოქე ჰესენოვი დაამარცხა.
ვახტანგ გაგნიძემ, 79 კგ წონით კატეგორიაში , გუგა ტუხაშვილი დაამარცხა.
გიორგი კახიძემ, 65 კგ წონით კატეგორიაში, გაბრიელ ვარდანიძე დაამარცხა.
რუსთაველმა ლუკა წურწუმიამ სამწუხაროდ ვერ შეძლო მეტოქის დამარცხება.