"ამოვიგუდეთ ხალხი თბილისიდან რუსთავამდე მგზავრობისას"

2026-06-18 17:32:58

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილში გაგრილების სისტემა ჯერ კიდევ არ არის ჩართული.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მგზავრებმა განუცხადეს, ავტობუსებით მგზავრობა მათთვის გაუსაძლისია.

"გაუსაძლისია ასეთ დახუთულობასა და უჰაერობაში მგზავრობა. მძღოლს რომ ვუთხარით გაგრილების სისტემა ჩაერთო, გვითხრა, არ მუშაობსო. ამოვიგუდეთ ხალხი თბილისიდან რუსთავამდე მგზავრობისას",- გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მოქალაქეები თითქმის კვირაზე მეტია საუბრობენ და მოითხოვენ, რომ როგორც შიდა, ასევე საქალაქთაშორისო ავტობუსებში გაგრილების სისტემა ჩაირთოს.