რუსთაველმა ავტოდილერმა მოქალაქეების ფული მიისაკუთრა

2026-06-18 14:45:13

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანის ჩამოყვანას დაპირდა, სანაცვლოდ 4900 აშშ დოლარი და 42 110 ლარი გამოართვა, რაც სრულად, მართლსაწინააღმდეგოდ ისე მიისაკუთრეს, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.