როგორია რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა

2026-06-06 19:18:40

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული 2 ზრდასრულის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს, პაციენტებს სხვადასხვა მოტეხილობები აღენიშნებოდათ, გაუკეთდათ ოპერაცია და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებულები განაგრძობენ მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანზე ექსკურსიის ორი მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 5 ბავშვი და 3 ზრდასრული დაშავდა.