2026-05-17 14:59:07
რუსთავში კონკურს-ფესტივალი „ქართული" 10 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება.
რუსთავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა“ ღონისძიების ორგანიზების შესასყიდად 251 588 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, კონკურს ფესტივალს კვლავს რუსთავის ცენტრალური პარკი უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ქორეოგრაფიული ანსამბლები მთელი საქართველოს მასშტაბით და საზღვარგარეთ არსებულ დიასპორებში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლებ მიიღეებენ.
კონკურს-ფესტივალი “ქართულის” საპრიზო ფონდი 38 000 ( გადასახადების გარეშე ) ლარს შეადგენს და გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდებიან.
1) გრანპრი - 10 000 ლარი
2) I ადგილი - 8000 ლარი
3) II ადგილი - 6000 ლარი
4) III ადგილი - 4000 ლარი
5) საუკეთესო ქართული - 2000 ლარი
6) საუკეთესო ქორეოგრაფიული ნახაზი - 2000 ლარი
7) საშემსრულებლო ოსტატობა - 2000 ლარი
8) საუკეთესო კოსტუმირებული ჩვენება - 2000 ლარი
9) საუკეთესო სოლო ქალი - 1000 ლარი
10) საუკეთესო სოლო კაცი - 1000 ლარი.